Episoder
-
მონაკვეთი ჩვენი მე-7 ეპიზოდიდან, სადაც განვიხილავთ დრიმ ჯობის რაობას.
სრული ეპიზოდი იხილეთ აქ.
-
ამ მინი-ეპიზოდში ვხურავთ პირველ სეზონს, ბარბარა გვიზიარებს თავისი პროექტის პროგრესს და ნაინო იხსენებს მის საყვარელ სტერეოტიპულ ძველ ანეკდოტს.
-
Mangler du episoder?
-
ამ ეპიზოდში ვიხსენებთ, რა ფრად იღებავდა ტუჩებს ბარბარა და აღმოვაჩენთ, რა კავშირია კვარას, რონალდოს და დრეგ ქვინებს შორის.
-
მსმენელების ინსპირაციით ამ ეპიზოდში გიზიარებთ პოდკასტებს, რომლებსაც ჩვენ ვუსმენთ: ოფისით დაწყებული, ნუტრიციით და ასტროფიზიკით გაგრძელებული, დამთავრებული ბრიჯერტონითაც კი!
-
ამ საჭორაო ეპიზოდში ყველაფერს მივედ-მოვედეთ: ნაინოს ცხოვრებისეული პრობლემებით დაწყებული, გაგრძელებული მეტალ კონცერტით და დამთავრებული ტანსაცმლის დაუთოვების უსამართლობით.
-
ამ ეპიზოდში ვაზიარებთ ჩვენს მნიშვნელოვან დანაკარგებს, ბარბარა აანალიზებს, დაკარგა თუ არა ქართველობა და ვიგებთ, რამდენი ბებია ყავდა ნაინოს.
-
ამ ეპიზოდში ბარბარა გვიყვება, რა ენაზე ხუმრობს თავის კენიელ ჯგუფელთან, ნაინო ცოტა ეჭვიანობს და ცდილობს დაამტკიცოს, რომ მასზე მეტი გაეგება იუმორში.
-
ამ ეპიზოდში ბარბარა გვიყვება, რომელ ახალ პროფესიას ეუფლება, ვიხსენებთ ჩვენი ცხოვრების გადამწყვეტ მომენტებს და ვიგებთ, თუ რატომ არ არის ნაინო მხატვარი.
-
ამ ეპიზოდში ბარბარა გვიყვება როგორ დასრულდა მისი იტალიური თავგადასავალი, ვიხსენებთ საყვარელ ადგილებს საქართველოში და ისევ ვერ ვითმენთ, რომ არ ავაყვავოთ ტურიზმი.
P.S. დაითვალეთ რამდენჯერ ვამბობთ სიტყვა კუსკუსას?
გამოგვიგზავნეთ თქვენი აუდიო კომენტარი ამ მისამართზე: [email protected]
-
ამ ეპიზოდში ნაინოს აქვს პიემესი, განვიხილავთ მენსტრულურ ციკლს, ჰორმონების გავლენას, ფიზიოლოგიური მოვლენების ტაბუს და ქალად დაბადების რაობას
05:55 ვიდეო ჰორმონებზე
30:40 - ჯგუფი ცხოვრება ენდომეტრიოზით
-
ამ ეპიზოდში ვეხებით საქართველოში მიმდინარე პროტესტს, ვარკვევთ ვმიჯნავთ თუ არა სპორტს და პოლიტიკას, განვმარტავთ და განვიხილავთ cancel culture-ს და ვმსჯელობთ პოლიტკორექტულობაზე.
https://youtu.be/uWM2E9oHlhA?si=-SCaB41AMJZf8a5r
-
ამ ეპიზოდში ბარბარა გვიყვება თავგადასავალზე რომელშიც ოჯახთან ერთად კამპერვენით (camping van) გადაეშვა ორი თვით, ნაინო იხსენებს მერამდენე ცდაზე აიღო მართვის მოწმობა და როგორ შეხვდა პირისპირ ტრაილერს.
-
ამ ეპიზოდში ვიხსენებთ რა გზა გამოვიარეთ თინეიჯერობიდან ადრეულ 20-იანებამდე, რამ განაპირობა ჩვენი პიროვნებების ფორმირება, რა გვაქვს საერთო მილენიალებს ჯენზისთან და რა განგვასხვავებს.
-
ამ ეპიზოდში განვიხილავთ ვინ უნდა გადაიხადოს დეითზე ფული, ცოტათი გადავწვდებით გენდერულ სტერეოტიპებს და სიყვარულის ენებს და ნაინო გვიზიარებს ფემინიზმის მისეულ აღქმას.
-
ამ ეპიზოდში განვიხილავთ პერსონალური ფინანსების მართვას, ინვესტიციებს, საფონდო ბირჟას, საპენსიო ფონდს, ბარბარა გვიზიარებს, როგორ ხდება ვოლსტრიტის მგელი და ნაინოს აფიქრებს მომავალზე.
-
ამ ეპიზოდში ბარბარა გვიყვება პარიზის ბაზარში სიარულის ყოველკვირეულ ტრადიციაზე, განვიხილავთ ჩვენი საჭმლის მზადების რუტინებს და tradwifeს ტიკტოკ ტრენდს.
-
ამ ეპიზოდში ნაინო იხსენებს თავის პირველ სტარბაქსის ყავას, ბარბარა გვიზიარებს ვისკის არომატიან შოტლანდიურ თავგადასავლებს და აღმოვაჩენთ, რომ თბილისის გარდა, კიდევ არის ქალაქი, რომელშიც ერთად ვიცხოვრებდით.
-
ამ ეპიზოდში ბარბარა გვიყვება ორსულობის დაგეგმვის ექსელებზე და ბავშვის მოვლის დეტალებზე, რომლებიც მოსწონს ევროპაში და საუბარს ვაგრძელებთ ქალების ნაყოფიერებასა და კვერცხუჯრედების გაყინვაზე საქართველოში.
-
ამ ეპიზოდში გიყვებით სიურპრიზზე რომელიც მეგობრებმა ბარბარას მოვუწყვეთ, სიზმარივით ვიხსენებთ, როგორ გავატარეთ ერთად 3 დღე პარიზში, სად ვჭამეთ, რა ვსვით და როგორ ვეზიარეთ ხელოვნებას.
-
ამ ეპიზოდში განვიხილავთ დასვენების ტიპებს, გიყვებით როგორ ვგეგმავთ თრიფებს, ვიხსენებთ ჩვენს მოგზაურობებს ერთად და ცალ-ცალკე და ახალი მოგზაურობების შთაგონებებიც გვეწვევა.
34:50 - მოგზაურობა კენპინგ ვენით
- Se mer