Folgen
-
ამ ეპიზოდში მოგითხრობთ 1924 წლის აჯანყებაზე, ამ მოვლენის წინაპირობებსა და შედეგებზე, მოვუსმენთ აჯანყების უშუალო მონაწილეებს, ვისაუბრებთ საერთო-სახალხო აჯანყების მნიშვნელობაზე საქართველოს მომდევნო პერიოდის ისტორიისთვის, მათ შორის - XX საუკუნის დასასრულის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისთვის.
-
ამ ეპიზოდში მოგითხრობთ 1956 წლის მარტის დამდეგს საქართველოში მომხდარ საპროტესტო გამოსვლებზე, რის საბაბიც გახდა სსრკ-ის ცენტრალური ხელისუფლების მიერ სტალინის კულტის წინააღმდეგ გალაშქრება.
-
Fehlende Folgen?
-
პოდკასტის ამ ეპიზოდში გესაუბრებით ცნობილ ქართველ მეცნიერზე, რუსთველოლოგ ვიქტორ ნოზაძეზე, რომელიც 1920-იანი წლებიდან სიცოცხლის ბოლომდე ემიგრაციაში ცხოვრობდა.
-
პოდკასტის ამ ეპიზოდში საუბარია საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებაზე 1918 წლის 26 მაისს და ამ დღის აღნიშვნის ისტორიაზე.
-
ამ ეპიზოდში გესაუბრებით საქართველოს პირველ რესპუბლიკასა და საბჭოთა რუსეთს შორის 1920 წელს ხელმოწერილ სამშვიდობო ხელშეკრულებაზე - იმაზე, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა მას საქართველოსთვის და რაში სჭირდებოდა ის რუსეთს. მოისმენთ ნაწყვეტებს მოლაპარაკებების მონაწილის, გრიგოლ ურატაძის დრამატული მოგონებებიდან.
-
პოდკასტის ამ ეპიზოდში საუბარია წითელი არმიის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს დაპყრობის შესახებ. მოისმენთ, როგორ აღწერდნენ ამ მოვლენას თვითმხილველები რადიო თავისუფლების ეთერში.
-
პოდკასტის ეს ეპიზოდი ეძღვნება რაჟდენ არსენიძეს, რომელიც 1953-1962 წლებში ხელმძღვანელობდა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს. არსენიძე იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი, დამოუკიდებლობის დეკლარაციისა და 1921 წლის კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორი.
-
ბიძინა რამიშვილი და ჯიმშერ რეხვიაშვილი ჰყვებიან, როგორ შეიქმნა რადიო თავისუფლება და რა მიზანს ემსახურებოდა ის, როგორი იყო ამ მოვლენაზე საბჭოთა კავშირის რეაქცია, ვინ იყვნენ პირველი თანამშრომლები და სხვ.