Эпизоды
-
დიდი ხნიანი პაუზის შემდეგ ვბრუნდებით ახალი ჩანაწერით, რისი მიზეზიც სერ რიდლი სკოტის ახალი მხატვრული ფილმი, "ნაპოლეონია." დიდი იმედები გვქონდა რომ სერ რიდლი ჯეროვნა წარმოაჩენდა ნაპოლეონის ეპოქას, მაგრამ სამწუხაროდ ფილმი საკმაოდ მოიკოჭლებს...
-
ნაპოლეონის შეხვედრა ავსტრიის ელჩთან ბარონ ვინსენთან ქალაქ ერფურტში 1808 წელს. ნაპოლეონსა და ავსტრიელი ელჩს შორის დგას ტალეირანი, ხოლო რუსეთის მეფე ალექსანდრე ნახატის მარჯვენა მხარეს არის გამოსახული. (ნიკოლას კოსეს ნახატი)
დღეს ვსაუბრობთ ტალეირანის და ნაპოლეონის ურთიერთობაზე 1807-1809 წლების გარდამტეხ პერიოდში როდესაც ტალეირანმა თანდათანობით დაუპირისპირდა იმპერატორს.
-
Пропущенные эпизоды?
-
დღეს ნაპოლეონის გარდაცვალების 201-ე წლისთავია, ამიტომ გადავწყვიტეთ გვესაუბრა ნაპოლეონის ანდერძის თაობაზე.
-
"ნაპოლეონის გარდაცვალება" (ბარონ შარლ სტობენის ნახატი)
დღეს განვიხილავთ ნაპოლეონის ცხოვრების უკანასკნელ პერიოდს, წმ. ელენეს კუნძულზე გატარებულ წლებს.
-
ნაპოლეონი ბრიტანულ ხომალდ „ბელეროფონზე" 1815 წელს (უილიამ ორცარდსონის ნახატი)
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, „საუბრები ნაპოლეონზე" ბრუნდება ახალი ეპიზოდით, რომელშიც ჩვენ ვისაუბრეთ ვატერლოოს ბრძოლაში მარცხის შემდეგ იმპერატორის განწყობასა და მომავლის ხედვაზე, საფრანგეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე; შევეხეთ ნაპოლეონის გადადგომის გარემოებებს, მისი საფრანგეთიდან ამერიკაში უსაფრთხოდ გაყვანის გეგმებს, მიმოწერას ინგლისის პრინც-რეგენტთან, ტყვეობას ბრიტანულ ხომალდ „ბელეროფონზე" და ბოლოს, ნაპოლეონის მეორედ, ამჯერად, წმინდა ელენეს კუნძულზე გადასახლებაზე.
-
ნაპოლეონი ვატერლოოსთან ბრძოლის დროს (იპოლიტ ბელანჟეს ნახატი)
-
ნაპოლეონი (ერნესტ კროფტის ნახატი, 1888 წ.)
დღეს დავიწყეთ ნაპოლეონის უკანასკნელი კამპანიის მიმოხილვა, ვისაუბრეთ ნაპოლეონის და მისი მოტოქეების ჯარების ზოგად განლაგებაზე და გეგმებზე.
-
ფრანგული კარიკატურა რომელიც ადარებს ნაპლეონს მეფე ლუდოვიკო XVIII-ს
დღეს მიმოვიხილავთ ნაპოლეონის მეორე მმართველობის პერიოდს, რომელიც გაგრძელდა 110 დღეს, 1815 წლის 20 მარტიდან 8 ივლისამდე.
-
ართურ უელსლი, უელინგტონის ჰერცოგი (თომას ლოურენსის ნახატი)
პოდკასტში ვაგრძელებთ საუბარს ნაპოლეონის ომების ბრიტანელ მხედართმთავარზე, სერ ართურ უელესლიზე, უელინგტონის ჰერცოგზე. ძირითადი თემა არის ნახევარკუნძულის ომი (Peninsular War), რომელიც 1808-დან 1814 წლამდე გაგრძელდა. განვიხილავთ უელინგტონის მოღვაწეობას პორტუგალიასა და ესპანეთში, მის ბრძოლას ნაპოლეონის მარშლებთან და ინგლისელების შეჭრას საფრანგეთში 1814 წელს, როდესაც მოკავშირეებმა აიძულეს ნაპოლეონი, გადამდგარიყო ტახტიდან.
-
26 წლის ართურ უელესლი ბრიტანული ჯარის ლეიტენანტ პოლკოვნიკის ფორმაში (ჯონ ჰოფნერის ნახატი)
დღევანდელი პოდკასტი წარმოადგენს პირველ ნაწილს ჩვენი საუბრისა სერ ართურ უელსლიზე, მომავალ უელინგტონის ჰერცოგზე.უელესლი იყო ინგლისის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მხედართმთავარი რომელმაც დიდი ღვაწლი შეიტანა ნაპოლეონის დამარცხებაში. ცნობილი თავისი უმკაცრესი გამომეტყველებით და გესლიანი ხასიათით - თანამედროვეევი აღნიშნავდნენ რომ ზრდასრულ კაცებს ტირილამდე მიიყვანდა ხოლმე - უელსლი კონტრასტული ადამიანი იყო. ერთის მხრივ მოკრძალებული გემოვნების და მოთხოვნების კაცი, რომელიც, ამავე დროს, ცნობილი იყო თავისი სექსუალური მადით; ბასრი გონების პატრონი, რომელიც ინტელექტუალური ქედმაღლობით იყო ცნობილი; მას გააჩნდა მოვალეობის განსაკუთრებული გრძნობა მაგრამ ამავე დროს უსამართლოდ მოპჯყრობა და საკუთარი შეცდომების სხვებისთვის დაბრალებაც სჩვეოდა. მის არწივისებურ ცხვირთან ერთად, ის გამოირჩეოდა უჩვეულო სიცილით, ზოგს რომ ცხენის ჭიხვინს აგონებდა. მაგრამ რაც მთავარია უელინგტონს გააჩნდა დიდი სამხედრო და პოლიტიკური ნიჭი რაც მან არაერთხელ ნათლად წარმოაჩინა თავისი შესანიშნავი კარიერის განმავლობაში. ჯარისკაცების მიმართ უელსლი იყო მკაცრი და მომთხოვნი მაგრამ „ბებერი ცხვირა“ (Old Nosey), როგორც მას უწოდებდნენ ჯარში, ასევე სარგებლობდა დიდი ნდომით და მხარდაჭერით რამაც ხელი შეუწყო მას სამხედრო ველზე გამარჯვებების მოპოვებაში.
-
დღეს ნაპოლეონის დაბადების 251-ე წლისთავია, ხოლო ჩვენი პოდკასტის მეოთხე დაბადების დღე! დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისათვის, თქვენს გარეშე ეს პროექტი ნამდვილად არ იარსებებდა!
ნაპოლეონის და ჯარისკაცების შეხვედრა დაბა ლაფრეითან, 1815 წლის 7 მარტს
დღეს გთავაზობთ მორიგ ეპიზოდს, რომელშიც განვიხილავთ "არწივის გადაფრენას" - ნაპოლეონის მსვლელობას ხმელთაშუაზღვის სანაპიროდან პარიზამდე 1815 წლის მარტში.
-
ნაპოლეონი კუნძულ ელბაზე (ორას ვერნეს ნახატი)
პოდკასტში ჩვენ ვსაუბრობთ ნაპოლეონის კუნძულ ელბაზე გადასახლების პერიოდზე, მის რეფორმებსა და კუნძულის აღმშენებლობაზე; ასევე ვენის კონგრესის მონაწილე ქვეყნების გეგმებზე, საფრანგეთში არსებულ მდგომარეობაზე და ნაპოლეონის კიდევ ერთ საბედისწერო გადაწყვეტილებაზე. -
ნაპოლეონი ემშვიდობება იმპერიული გვარდიის ნაწილებს ფონტენბლოში, 1814 წლის 20 აპრილს.
დღევანდელ ეპიზოდში განვიხილეთ 1814 წლის აპრილის მოვლენები როდესაც ნაპოლეონმა და მოკავშირეებმა ხელი მოაწერეს ფონტენბლოს ხელშეკრულებას და ნაპოლეონი წავიდა თავის პირველ გადასახლებაში კუნძულ ელბაზე.
-
დღევანდელ პოდკასტში გადავწყვიტეთ გვესაუბრა ნაპოლეონი მარშალზე ოგიუსტ მარმონზე, რომელმაც საინტერესო და რთული ცხოვრება განვლო. ნაპოლეონის ახალგაზრდობის მეგობარი, მას მრავაწლიანი ახლო ურთიერთობა აკავშირებდა ნაპოლეონთან, მრავალი დაბრკოლება გადალახა და დიდი წარმატებებსაც მიაღწია. მაგრამ ყოველივე ამას ხაზი გადასვა 1814 წლის აპრილის პირველ კვირას. მას შემდეგ მარმონი აღარ არსებობდა. არსებობდა მხოლოდ Raguse...
-
ამ ეპიზოდში ჩვენ ვსაუბრობთ 1814 წლის კამპანიის ბოლო ეტაპზე - კრაონის, ლაონისა და არს სიურ ობის ბრძოლებზე, ნაპოლეონისა და მოკავშირეების ბოლო საზავო მცდელობაზე. 1814 წლის 31 მარტს მოკავშირეებმა აიღეს პარიზი.
-
ნაპოლეონი 1814 წელს (პოლ დელაროშის ნახატი)
დღეს ვასრულებთ 1814 წლის კამპანიის მეორე ეტაპის განხილვას როდესაც ნაპოლეონმა შეძლო მოკავშირეთა რიცხობრივად უპირატესი ჯარების შეცერება და უკუგდება. მაგრამ ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეზე მოპოვებული წარმატების მიუხედავად, ნაპოლეონმა ვერ შეძლო სტრატეგიული წარმატების მოპოვება და ომი გაგრძელდა.
-
დღევანდელ პოდკასტში განვიხილავთ ნაპოლეონის მიერ ჩატარებულ ბრწყინვალე ოპერაციას რომელიც "ექვს დღიანი კამპანიის" სახელითაა ცნობილი. 1814 წლის 9-14 თებერვალს ნაპოლეონმა გამოიყენა მოკავშირეთა მიერ დაშვებული შეცდომები და ოთხ დღეში ოთხჯერ დაამარცხა ბლიუხერის სილეზიის არმია.
-
ჟან-ლუი-ერნესტ მესონიეს ცნობილი ნახატი, "საფრანგეთის კამპანია, 1814 წ."
პოდკასტში განვიხილავთ ნაპოლეონისა და მეექვსე კოალიციის ომს 1814 წლის ზამთარში, მათ შორის დაზავების მცდელობას და საბრძოლო მოქმედებებს ჩრდილო-აღმოსავლეთ საფრანგეთში, შამპანის რეგიონში.
-
მრავალსახოვანი ტალეირანი (1815 წელს გამოცემული ფრანგული კარიკატურა)
დღევანდელ ეპიზოდში ჩვენ განვაგრძობთ საუბარს ცნობილი ფრანგი დიპლომატის შარლ მორის დე ტალეირანის ცხოვრებაზე და კარიერაზე. ამჯერად განვიხილავთ 1800-1806 წლების პერიოდს როდესაც ტალეირანი მსახურობდა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე.
-
ტალეირანი 1817 წელს (პიერ პაულ პრუდონის ნახატი)
დღევანდელ ეპიზოდში ჩვენ განვაგრძობთ საუბარს ცნობილი ფრანგი დიპლომატის შარლ მორის დე ტალეირანის ცხოვრებაზე და კარიერაზე. ამჯერად განვიხილავთ 1794-1799 წლების პერიოდს როდესაც ტალეირანი იმყოფებოდა უცხოეთში ხოლო საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ შეძლო ხელისუფლებაში მოსვლა და დაინიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრად.
- Показать больше